ვაშაძე: ამნისტიის დარღვევით “ოცნებამ” შეთანხმება, შეიძლება, მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება. ვაშაძე ამბობს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტია შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

“გირაოს მიუხედავად, ამნისტიის მოთხოვნა ეს იყო დასავლეთის პოზიცია, რომ დაიხუროს მელიას და სხვა დემონსტრანტების საქმეები, არა ის, რომ თუ გირაოს გადაიხდის, მაშინ ამნისტია აღარ გვჭირდება. გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბურნდებით იგივე მოჯადოებულ წრეში. […] თუ ჩვენ ამ შეთანხმებაში დავარღვევთ ერთ კონკრეტულ კომპონენტს, ეს შემდეგ გადავა ავტომატურად სხვა საკითხებზე. მერე დაგვიწყებენ, რიგგარეშე არჩევნები რატომ არის მაშინ მიბმული თვითმმართველობის შედეგზე, მერე გვეტყვიან, რომ საარჩევნო კოდექსში ეს რატომ უნდა შევიტანოთ, ეს ნიშნავს ხელახლა ამ ყველაფრის დაწყებას.

ევროკავშირის გადახდილ გირაოს თუ დათანხმდება, ის 3 დღეში გამოვა, შემოვა პარლამენტში და იქ შეგვიძლია ამნისტიაზეც ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება, შეიძლება, მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ”, – თქვა ვაშაძემ “TV პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ საკუთარ ოფისს პუტინთან შეხვედრის თაობაზე კრემლთან შეთანმხმება დაავალა
შემდეგი სტატიაბოკერია: აბსოლუტურად გასაგებია მელიას მოტივაცია