სამართალდამცველსაც შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს პროტესტის მონაწილის მიმართ – პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს დაზიანებები მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცველებმა. შესაბამისად, პაპუაშვილის თქმით, შესაძლოა სამართალდამცველებსაც ჰქონდეთ პრეტენზია აქციის მონაწილეების მიმართ.

“ჩვენ იმ დღეს ვნახეთ დაზიანებები, როგორც აქციის მონაწილეების მხარეს, ისე პოლიციელების და სამართალდამცველების მხარეს. სწორედ ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივი საქმის არსი.

ყველას შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს, შეიძლება იმ სამართალდამცველს, რომელსაც დაზიანებები აქვს მიღებული, ჰქონდეს პროტესტის მონაწილის მიმართ პრეტენზია. პროტესტის მონაწილეს სამართალდამცველის მიმართ.

მთავარი არსი არის ეს და შემოთავაზება იყო ეს – რა გირჩევნიათ, გაატაროთ შემდეგი 2-5 წელი ამაზე კამათით, იყო ეს დარბევა თუ შტურმი და ეს ორი ტერმინი ატრიალოთ სულ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოთ, დაივიწყოთ და აპატიოთ, რაც საპატიებელი და დასავიწყებელია”,-თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი ამნისტიის კანონზე ხვალ, 27 აპრილს იმსჯელებს. მანამდე კი დღეს, 26 აპრილს მმართველ გუნდსა და დოკუმენტზე ხელმოწერილ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც კანონპროეტქზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას ინიციატივას ეხმიანება
შემდეგი სტატიაზელენსკიმ საკუთარ ოფისს პუტინთან შეხვედრის თაობაზე კრემლთან შეთანმხმება დაავალა