ზელენსკიმ რადას ჩინოვნიკების არაკანონიერი აქტივების კონფისკაცია შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც არაკანონიარად გამდიდრებული ადამიანების დასჯას ეხება – 3 ივნისს სახელმწიფოს ხელმძღვანელის ადმინისტრაციამ გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.
დოკუმენტი, რომლის ტექსტიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, არაკანონიარად შეძენილი აქტივების კონფისკაციას გულისხმობს. გარდა ამისა, კანონპროექტი აღადგენს მსგავი ფორმით გამდიდრებაზე სისხლის სამართლებრივ დევნას.

შეგახსენებთ, რომ უკრაიანში თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლებრივი დევნა პირებისადმი, რომლებიც არაკანონიარად არიან გამდიდრებულები. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა იმით ახსნეს, რომ ეს მუხლი უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებამ მაშინ არა ერთი კრიტიკა დაიმსახურა.

banner
წინა სტატიაშირატომ მოიტყუა სასამართლო პროცესზე როენა ხუცურაულმა (მამიდამ)?
შემდეგი სტატიაჩეხეთმა უკრაინელებს სამუშაო კვოტა გაუორმაგა