რატომ მოიტყუა სასამართლო პროცესზე როენა ხუცურაულმა (მამიდამ)?

 სასტუმრო “მამიდას” მფლობელმა, პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებულმა როენა ხუცურაულმა სასამართლო პროცესზე პროკუროს და მოსამართლეს სიტყვით მიმართა. ხუცურაულმა სასტუმრო “მამიდას” გასაღები ითხოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ წარსულში აღნიშნულ სასტუმროში არაერთი ქურდობის ფაქტი მომხდარა.

“თაიმერისთვის” ცნობილი გახდა, რომ როენა ხუცურაულმა პროკურორი და მოსამართლე მოატყუა და მის კუთვნილ სასტუმროში არც ახლა და არც ადრე ქურდობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

“ბატონო მოსამართლე, ქალბატონო პროკურორო, გთხოვთ მომცეთ უფლება გადმომეცეს სასტუმროს გასაღები, რათა დავათვალიერო ადგილი. რამდენიმე დღის წინ სეტყვამ სავარაუდოდ დააზიანა ტერიტორია. გარდა ამისა, რამდენჯერმე გაგვქურდეს და წაიღეს პლაზმური ტელევიზორები. იგივე რომ არ მოხდეს, გთხოვთ დამრთოთ ნება, მივაქციო ყურადღება სასტუმროს.“- განაცხადა როენა ხუცურაულმა.

წყაროს ინფორმაციით ხუცურაულმა ეს განცხადება იმ მიზნით გააკეთა, რომ მოსამართლისთვის თავი შეეცოდებინა.

banner
წინა სტატიაშინინო ჩხეიძე და Nio band ხვალ ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ
შემდეგი სტატიაზელენსკიმ რადას ჩინოვნიკების არაკანონიერი აქტივების კონფისკაცია შესთავაზა