ჩეხეთმა უკრაინელებს სამუშაო კვოტა გაუორმაგა

ჩეხეთის მთავრობამ უკრაინელი მუშახელისთვის წლიური კვოტა გააორმაგა და 19 600-ის ნაცვლად მათ 40 000 სამუშაო ადგილს სთავაზობს – 3 ივნისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშტჩეკმა განაცხადა – Radio Praha ავრცელებს. “საუბარია სამუშაოს ნებართვის გაორმაგებაზე” – თქვა მინისტრმა.
ჩეხეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს ჩეხეთში 121 086 უკრაინელი მუშაობდა, რაც ქვეყანაში ყველა სხვა უცხოელი მუშახელის 20%-ს შეადგენს.
ასევე, 2017 წელს ჩეხეთიდან უკრაინაში დაახლოებით 1000 არაკანონიერი მუშახელი გაადეპორტეს, ისინი პოლონური ვიზებით მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ რადას ჩინოვნიკების არაკანონიერი აქტივების კონფისკაცია შესთავაზა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის ლონდონური ვიზიტის პირველი დღე ფოტოებში