ზელენსკიმ პოროშენკოს გამოსვლის ტექსტი მოპარა

უკრაინის პრეზუდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს პრეზდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე “რუსული იმპერიალისტური პროექტის სიკვდილის” შესახებ განაცხადა. მისი გამოსვლა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს სიტყვებს გავს.

5 ივნისს უკრაინის ხელმძღვანელი პირის პრესსამსახურმა ზელენსკის ციტატა გაავრცელა, რომელიც მან ტუსკთან თქვა: “ურაინა ევროკავშირში – ეს რუსული იმერიალისტური პროექტის სიკვდილია. მეტიც, ეს რუსულ ავტორიტარიზმზე უძლიერესი დარტყმაა, რუსეთში და მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ცვლილებების გზაა”.
აღმოჩნდა, რომ ციტატა სიტყვა-სიტყვით იმეორებს პოროშენკოს სიტყვებს: “ურაინა ევროკავშირში ეს რუსული იმერიალისტური პროექტის სიკვდილია. მეტიც, ეს რუსულ ავტორიტარიზმზე უძლიერესი დარტყმაა, რუსეთში და მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ცვლილებების გზაა” – პოროშენკომ 31 მაისს კიევში პარტია “ევროპული სოლიდარობის” სხდომაზე თქვა – “უკრაინული პრავდა” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ირლანდიური დამკრძალავი ბიუროსგან ოთხი ლიმუზინი დაიქირავა
შემდეგი სტატიარუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელებმა უმაღლესი დონის პარტნიორობის შესახებ გააკეთეს განცხადება