რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელებმა უმაღლესი დონის პარტნიორობის შესახებ გააკეთეს განცხადება

შშ-ჩინეთს შორის გაძლიერებული კონფლიქტის ფონზე პეკინი მოსკოვთან თანამშრომლობას ამყარებს. “ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა მაღალ დონეზე შედგა, გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უპრეზენტენტოდ მაღალ დონეზე” – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 ივნისს ჩინეთის ხელმძღვანელ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. პუტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მან და სი ძინპინმა “დაადასტურეს, რომ მსოფლიოში ძირითად საკითხებზე რუსეთისა და ჩინეთის პოზიციები ერთმანეთთან ახლოს არის, ერთმანეთს ემთხვევა ” – კრემლის საიტზე წერია. ჩინეთის ლიდერმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილურად და მიზანმიმართულად მყარდება და რომ ის “თავისი განვითარების საუკეთესო ფაზაშია ახლა”.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთ-აშშ-ს შორის ურთიერთობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა ე.წ. “სავაჭრო ომის” გამო.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ პოროშენკოს გამოსვლის ტექსტი მოპარა
შემდეგი სტატიაიაპონიაში 550 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი ამოიღეს