ტრამპმა ირლანდიური დამკრძალავი ბიუროსგან ოთხი ლიმუზინი დაიქირავა

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის ირლანდიაში ვიზიტისთვის ირლანდიური დამკრძალავი ბიუროსგან JP Ward & Sons ოთხი Mercedes E-Class იქირავა – The Guardian-ი წერს. როგორც JP Ward & Sons-ის ვებ-გვერდზე წერია, კომპანია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებზე აქირავებს ლიმუზინებს, არამედ მათთვისაც, ვისაც “მოხდენილად მოგზაურობა უყვარს”. აღნიშნული მანქანების ქირაში თეთრმა სახლმა მილიონამდე დოლარი გადაიხადა. აშშ-ს სამთავრობო გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თეთრმა სახლმა დამკრძალავ ბიუროს 935 ათასი დოლარი გადაუხადა.
ტრამპისა და მისი თანმხლები პირების InterContinental London Park Lane -ში დაბინევება 1,2 მილიონი დოლარი დაჯდა.

banner
წინა სტატიაში“მსოფლიოს მოვდებ, ესენი რა მხეცები არიან,”- მაჩალიკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გადააგზავნა
შემდეგი სტატიაზელენსკიმ პოროშენკოს გამოსვლის ტექსტი მოპარა