ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა დარწმუნდეს, რომ ის რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, გენოციდია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ უკრაინაში მომხდართან სიტყვა “გენოციდის” გამოყენებაზე “ფრთხილად იქნებოდა”.

ზელენსკის თქმით, მან მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა დარწმუნდეს, რომ ის რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, გენოციდია.

“მე ვფიქრობ, მას [ემანუელ მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოს რუსეთის დიალოგში ჩართვა. მე მას უბრალოდ ვუთხარი, მინდა მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე ის მოვიწვიე [უკრაინაში] როცა ამის შესაძლებლობა ექნება. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, ის გაიგებს”, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი მებრძოლები დანებებას არ აპირებენ და აზოვის ბატალიონიც და სხვა დანაყოფებიც ბოლომდე იბრძოლებენ – გონჩარენკო
შემდეგი სტატიარუსებმა ზაპოროჟიეს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ვაჟი გაიტაცეს