უკრაინელი მებრძოლები დანებებას არ აპირებენ და აზოვის ბატალიონიც და სხვა დანაყოფებიც ბოლომდე იბრძოლებენ – გონჩარენკო

“უკრაინელი მებრძოლები დანებებას არ აპირებენ და აზოვის ბატალიონიც და სხვა დანაყოფებიც ბოლომდე იბრძოლებენ” – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

სამწუხაროდ, მარიუპოლი ამ დრომდე ყველაზე ცხელ წერტილად ხდება. ნახევარმილიონიანი ქალაქი მთლიანად განადგურებულია. უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ქალაქში ბრძოლას თავისუფლებისთვის, მაგრამ ძალიან რთულ პირობებში. არავინ აპირებს დანებებას და რუსეთის რაღაც ულტიმატუმებზე წასვლას ყველა მსგავს ულტიმატუმზე ჩვენი პასუხი ერთია – Русский военный корабль, иди нахуй. აი ეს არის ჩვენი პასუხი რუსებისთვის და მათი მთავარი სამხედრო გემი სადაც საჭირო იყო, უკვე გავაგზავნეთ. სხვებსაც მივაყოლებთ ნელ-ნელა.

სამწუხაროდ, მარიუპოლში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასს აღემატება. რუსები ეტაპობრივად ანადგურებენ მოკლულთა ცხედრებსაც. ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ახლა მიკოლაევში ვიმყოფები და აქაც რთული ვითარებაა. უკვე რამდენიმე დღეა, რუსებმა ქალაქში წყლის მიწოდება შეწყვიტეს. ეს რუსების ხელწერაა. მათ უყვართ, როცა ტანჯავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, – ამბობს გონჩარენკო.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება
შემდეგი სტატიაზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა დარწმუნდეს, რომ ის რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, გენოციდია