რუსებმა ზაპოროჟიეს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ვაჟი გაიტაცეს

ზაპოროჟიეში რუსმა დამპყრობლებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ ბურიაკის 16 წლის ვაჟი, – ამის შესახებ თავად ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა.

წინასწარი მონაცემებით, ოლეგ ბურიაკმა განაცხადა, რომ რუსებმა მისი 16 წლის ვაჟი ვასილივკაში საგუშაგოზე გაიტაცეს.

„ეს მოხდა ვასილივკაში, საგუშაგოზე. ჩემი 16 წლის ვაჟი მანქანით მიდიოდა ორ ქალთან და სამ მცირეწლოვანთან ერთად. ყველა მიდიოდა ზაპოროჟიეში. რუსმა სამხედროებმა გააჩერეს მანქანების კოლონა და დაიწყეს თითოეულთან მიახლოება, რათა შეემოწმებინათ ვინ და სად მიდის, ჩემი შვილი მანქანიდან გადმოიყვანეს და გაიტაცეს“, – განაცხადა რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა.

თვითმხილველების თქმით, 16 წლის ბიჭის გარდა ყველა გაათავისუფლეს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას, მაგრამ არ გამოვიდა“, – დასძინა ბურიაკმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა დარწმუნდეს, რომ ის რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, გენოციდია
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა კირილოვკას სოფლის უფროსი ივან მალეევი გაიტაცეს