ზელენსკი – ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით გადადის, ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით დაიწყებს მუშაობას, თუმცა ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, სად განაგრძობს მუშაობას.

„დღეს განვაგრძეთ ჩვენი სახელმწიფოს მართვის სისტემის გადატვირთვა, გვაქვს საკადრო ცვლილებები. მადლობელი ვარ ალექსეი დანილოვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობისთვის. ის სხვა მიმართულებით გადადის. ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალ მდივნად ალექსანდრე ლიტვინენკო დავნიშნე. ის უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილებას შეუთავსებს იმ ამოცანებს, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერი – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა