მეთიუ მილერი – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის კომენტარს გამოეხმაურა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან უკრაინის სპეცსამსახურები უშუალოდ არიან დაკავშირებული.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ უკრაინა ამაში ჩართული იყო, რადგან უკრაინა ჩართული არ ყოფილა. მე ვიტყოდი, რომ რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ეს კომენტარები უკრაინის წინააღმდეგ მათი შემდგომი აგრესიის გასამართლებელ პროპაგანდას წარმოადგენს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის საელჩო – ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და ქართველ ძმებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას
შემდეგი სტატიაზელენსკი – ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით გადადის, ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ