მანჯგალაძე – ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა

ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა, ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საქართველო ერთიანობით შეძლებს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ჩვენმა ბიჭებმა მართლა შეუძლებელი შეძლეს, ბევრი თაობის ოცნება და ნატვრა შეასრულეს. ეს დიდი წარმატებაა დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს, რომ ამ გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა. ამას პოლიტიკური გამარჯვებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ერმა როგორც ეს გამარჯვება მოახერხა, ერთიანობით იმასაც შევძლებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. საქართველომ ევროპა დემოკრატიით გააოცა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ალექსეი დანილოვი სხვა მიმართულებით გადადის, ამის შესახებ მეტს მოგვიანებით გაიგებთ
შემდეგი სტატიარელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს