ზაკაევი: კადიროვის მოქმედებები ანტიჩეჩნურ ისტერიას გამოიწვევს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი პროქტია, განაცხადა დევნილობაში მყოფმა ჩეჩენმა პოლიტიკოსმა აჰმედ ზაკაევმა.
“ეს სისტემის კაცი არ არის, ეს პირადად პუტინმა შექმნა და დღეს მას სრულიად აკონტროლებს პუტინი. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მისი აქტიურობები, მისი გამოხტომები ოპოზიციასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი კრემლის პოლიტტექნოლოგების ნამუშევარია, რომლებიც მასთან მუშაობენ” – განაცხადა ზაკაევმა.
ჩეჩენი პოლიტიკოსის თქმით, კადიროვისგან კრემლი “საფრთხობელას” აკეთებს ისევე, როგორც ეს გააკეთა ჟირინოვსკისგან, რომლის პირითაც ხელისუფლება საზოგადოების რადიკალურ ინიციატივებს ზონდირებდა.
“ახლა ჟირინოვსკი კადიროვმა შეცვალა. გარწმუნებთ, პუტინის ერთი ზარი, ან მისი ადმინისტრაციიდან ნებისმიერის და ყველა შეკითხვა მოხსნილი იქნება” – განაცხადა ზაკაევმა.

მისი თქმით, მას ეშინია იმისია, რომ კადიროვის მოქმედებები რუსეთში ანტიჩეჩნურ ისტერიას გამოწვევს. ზაკაევი თვლის, რომ პუტინის კრემლიდან წასვლის შემდეგ კადიროვი 2-3 დღეც ვერ დარჩება ხელისუფლებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი)”
შემდეგი სტატიაგვენეტაძემ პარლამენტს მურუსიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა