ნიკა გვარამია: “სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი)”

ის რაც ეთერს მიღმა ხდებოდა

nika gvaramia“რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება გია გაჩეჩილაძის ცნობილ განცხადებას ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომელიც ერთი თვის წინ ჩამოვიდა სოფლიდან და უკვე მიკროფონი უჭირავს ხელში. შეგახსენებთ, აქამდე ამ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა ჟურნალისტთა კორპუსში. ნიკა გვარამია თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

“წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვეხმაურები:

სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა, შემეჯიბრე შენ და შენი ვაკელობა. მიდი, აბა “სოფლელ“ ბარბარე სამხარაძეზე და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე. პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო. ყველაფერში უნიჭო.

სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა – აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.

მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო“. – აღნიშნავს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ქვეყანაში რუსული სატვირთოების ტრანზიტი აკრძალა
შემდეგი სტატიაზაკაევი: კადიროვის მოქმედებები ანტიჩეჩნურ ისტერიას გამოიწვევს