გვენეტაძემ პარლამენტს მურუსიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პარლამენტს ლევან მურუსიძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს.

მის თქმით, როდესაც ხდება მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნა, ძველ სასამართლოში იმავე წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ანუ ვინაიდან ის გახდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ახლა პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, რადგან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა პარლამენტმა.

გვენეტაძის განცხადებით ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და საკითხი კენჭისყრით გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშიზაკაევი: კადიროვის მოქმედებები ანტიჩეჩნურ ისტერიას გამოიწვევს
შემდეგი სტატია“ალეკო ელისაშვილს მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა” – ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებზე საუბრობს