ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

უკრაინის პირველმა პირმა აშშ-ის პალატის სპიკერ ნენსი პელოსის და უკრაინის მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ნენსი პელოსის და უკრაინის ყველა მეგობარს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კანონის, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ, სწრაფი დამტკიცებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით სენატის მიერ, ჩვენთვის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, ცოცხალი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიარუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის საზღვაო გადაზიდვებზე გავრცელდება და მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული – უნგრეთის საგარეო მინისტრი