რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის საზღვაო გადაზიდვებზე გავრცელდება და მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული – უნგრეთის საგარეო მინისტრი

ევროკავშირის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების შესახებ გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას და არ გვთავაზობს იმ უზარმაზარი პრობლემების გადაჭრას, რასაც ეს სანქციები უნგრეთს შეუქმნის, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ აქამდე ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკომისიას საკითხი გადაჭრილი არ აქვს, ამიტომ ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის გავრცელდება ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე და რუსული ნავთობის მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, მისივე გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს – იუსტიციის სამინისტრო