ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, ცოცხალი აღმოჩნდა

ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში, რომელიც ოჯახის ინფორმაციით მოკლული იპოვეს, ცოცხალია. ცოტა ხნის წინ, გაირკვა, რომ 22 წლის ბექა ტაბაღუა დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაცია ოჯახს იქ მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა შეატყობინეს.
როგორც გაირკვა, დაჭრილი ტაბაღუა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მისი მობილური ტელეფონის საშუალებით კი ბოლო აკრეფილ ნომერზე დარეკეს და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქუჩაში გარდაცვლილი იყო. სწორედ ამან შეიყვანა შეცდომაში ტაბაღუას ოჯახი.
მას შემდეგ კი რაც ემიგრანტები გადმოსვენების პროცედურებისთვის პროზექტურაში მივიდნენ, მათ იქ ტაბაღუას ცხედარი ვერ ამოიცნეს და საავადმყოფოში დაიწყეს მოძიება. აღმოჩნდა, რომ ქალაქ ზიმოვას საავადმყოფოში, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და დანით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ კანონის დამტკიცებას ეხმაურება