(VIDEO) სახდეპარტამენტის სპიკერმა გამოიჭირა ჟურნალისტი, რომელიც ბრიფინგისას Pokemon Gо-ს თამაშობდა

(VIDEO) სახდეპარტამენტის სპიკერმა გამოიჭირა ჟურნალისტი, რომელიც ბრიფინგისას Pokemon Gо-ს თამაშობდა

ტრადიციული ბრიფინგისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ გამოსვლა შეწყვიტა იმის გამო, რომ შეამჩნია თუ როგორ იყო ჩართული ერთ-ერთი ჟურნალისტი Pokemon Gо-ს თამაშში – იუწყება CNN. კირბი ჟურნალისტების წინაშე აკეთებდა ანგარიშს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციის მიერ მიმართული ზომების შესახებ.
“თქვენ ახლა Pokemon Gо-ს თამაშობთ, არა?” – შეეკითხა კირბი ჟურნალისტს, რომელიც სმარტფონში იყურებოდა. ჟურნალისტმა უპასუხა, რომ უბრალოდ, თვალყურს ადევნებს „პოკემონებს“, რომლის შემდეგაც კირბიმ ბრიფინგი გააგრძელა.
ბრიფინგის დასრულებისას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰკითხა ჟურნალისტს, შესძლო თუ არა მან „პოკემონის“ დაჭერა. რეპორტიორმა უპასუხა, რომ ვერ გაართვა თავის ამ საქმეს დარბაზში ცუდი სიგნალის გამო. „რა სამწუხაროა?! -უპასუხა ჯონ კირბიმ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა პრეზიდენტ პუტინს გამოსვლა შეაწყვეტინა იმის გამო, რომ სხდომის მსვლელობისას Pokemon Gо-ს თამაშობდა და შემთხვევით მუსიკა დინამიკებში ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშიმსხვერპლის რაოდენობა 8-მდე გაიზარდა-ვრცელდება ახალი ვიდეოც
შემდეგი სტატიასეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის სოფლები დააზარალა