მსხვერპლის რაოდენობა 8-მდე გაიზარდა-ვრცელდება ახალი ვიდეოც

შემთხვევის ადგილზე, მიუნხენის პოლიციამ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მიმდინარეობს გამოძიება ცხედარი დამნაშავეა თუ მსხვერპლი.
სამართალდამცველების მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში რამდენიმე ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რამდენიმე წუთის წინ ფედერალურმა პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა თქვა, რომ დამწუხრებულია მიუნჰენში მომხდარის გამო – ამის შესახებ საუბარია პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზერემ აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ნიუ-იორკში დაფრენისთანავე, მან უკან დაბრუნების განკარგულება გასცა – AFP იტყობინება.
ბავარიის პრემიერ-მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი და ბავარიის შს მინისტრი იოაჰიმ ჰერმანი, მიუნჰენის პოლიციის ოპერატიულ შტაბში იმყოფებიან.
პოლიცია სხვა ფედერალური მიწებიდან სპეცრაზმელების მოსვლას ელოდება.

 

https://youtu.be/otO1ymfjj3I

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის ფაქტს Twitter-ზე ეხმიანება
შემდეგი სტატია(VIDEO) სახდეპარტამენტის სპიკერმა გამოიჭირა ჟურნალისტი, რომელიც ბრიფინგისას Pokemon Gо-ს თამაშობდა