(video) პოროშენკომ რუსეთი ნიანგს შეადარა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, ბრიტანეთის ყოფლი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ციტატის მოყვანით რუსეთი ნიანგს შეადარა – გამოსვლიდან ნაწყვეტი “112 უკრაინამ” “იუთუბზე” გამოაქვეყნა.
“1942 წლის იანვარში ჩერჩილმა თქვა: “ყველას გონია, რომ თუკი ის საკმარისად გამოკვებავს ნიანგს, ნიანგი მას ყველაზე ბოლოს შეჭამს”. არის ერთი ადგილი, სადაც ეს სიტყვები განსაკუთებით აქტუალურია: ეს არის უკრაინა, და ეს ნიანგი, რომლის გამოკვება ბევრს უნდა – რუსეთია” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ლონდონში გამოსვლისას.
მან ასევე განაცხადა, რომ “რუსეთს არასდროს აქვს იმედი… მას არ სჯერა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, მას სჯერა, რომ მსოფლიოში დომინირებს და ის წესებით არ თამაშობს” – თქვა უკრაინელმა ლიდერმა.

https://youtu.be/H4n2mC6Gsio

banner
წინა სტატიაშირუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა არ იმოქმედებს რუსეთის პოზიციაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ
შემდეგი სტატიაკანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც ოთარ კახიძეს თავში მოხვდა