კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც ოთარ კახიძეს თავში მოხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა. დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატების ოთხაში მოხდა, სადაც გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. ოთარ კახიძე რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავი აქვს გატეხილი

https://youtu.be/7nhAMJs31nY

banner
წინა სტატიაში(video) პოროშენკომ რუსეთი ნიანგს შეადარა
შემდეგი სტატიასირიაში ზარინის გამოყენების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა