რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა არ იმოქმედებს რუსეთის პოზიციაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ

რუსეთი პროვოკაციად მიიჩნევს ქართულ-ამერიკულ სწავლებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიის გარეშე რეგიონში სიტუაცია ნაკლებად სტაბილური და უსაფრთხო იქნება. “აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის ჟენევა არა მხოლოდ საქართველოსთან დიალოგის არხია, არამედ, პირველ ყოვლისა, უნიკალური შესაძლებლობაა რათა მათ საკუთარი აზრი საერთაშორისო მოთამაშეებამდე მიიტანონ და ამით საინფორმაციო იზოლაცია გაარღვიონ. ჟენევაში ჩვენი საერთო პრიორიტეტია საქართველოსა და ორ ახალ დამოუკიდებელ რესპუბლიკა შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ხელშეკრულების დადება. ამ მიმართულებით მუშაობა სასურველი ტემპით არ მიდის. გარდა ამისა, არის პრობლემის არსის შეცვლისა და შედეგის, როგიორც რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქრად გასაღების მცდელობები” – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი ყველა შესაძლო შემთხვევაში მხარს უჭერს ორ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას. მათ შესახებ გაეროში და სხვადასხვა ორგანიზაციაში ავრცელებს ინფორმაციას, რუსეთში ამზადებს დიპლომატიურ კადრებს, ატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და სხვა.
გარდა ამისა, “სპუტნიკ-აფხაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზახაროვამ თქვა : “რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა არანაირად არ იმოქმედებს რუსეთის ფედერაციის სტაბილურ მხარდაჭერაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებისადმი” .

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი აფხაზეთის მხარდაჭერას არ შეასუსტებს
შემდეგი სტატია(video) პოროშენკომ რუსეთი ნიანგს შეადარა