ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში საიდუმლო ვიზიტი ჰქონდა

ვენესუელის ოპოზიციური ლიდერი ხუან გუაიდო მანამდე, სანამ თავს ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დაასახელებდა, საიდუმლოდ იყო ლათინოამერიკულ ქვეყნებსა და აშშ-ში, რომ მათთან ანტისამთავრობო სტრატეგია შეეთანხმებინა. ამის შესახებ სააგენტო AP-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ გუაიდოს მომხრეები უკანასკნელ მომენტამდე ზომიერ ოპოზიციასთან საკუთარ გეგმებზე არ საუბრობდნენ, რომ გახლეჩვა და სხვა რისკები აეცილებინათ თავიდან. გუაიდოს ერთ-ერთმა თანამოაზრემ, კარაკასის ყოფილმა მერმა ანტონიო ლედესმა თქვა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ვენესუელას პარლამენტის ლიდერი საიდუმლოდ იმყოფებოდა ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში, რომ მათთვის მოეთხრო, რომ ის, როგორც ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი მასობრივ საპროტესტო აქციების დაწყებას აპრებს.
გუაიდომ კოლუმბიის დედაქალაქში განაცხადა, რომ 23 იანვარს, 1958 წლის ანტისამხედრო გადატრიალების დღეს, ის თავს ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადებს. იგივე წყარო ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც თვალთვალის ეშინოდათ, ერთმანეთს დაშიფრულად ეკონტაქტებოდნენ. AP-ის ინფორმაციით, გუაიდოს გადაწყვეტილება პირდაპირ არის დამოკიდებული აშშ-ს ადმინისტრაციიდან მიღებულ დაპირებაზე მხარდაჭერის შესახებ.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს
შემდეგი სტატიარუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება ვენესუელის ოპოზიციის მხარდაჭერაზე დაბლოკა