ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

ციხეში მყოფ ნადეჟდა სავჩენკოს პარტიამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა – 26 იანვარს “ნადეჟდა სავჩენკოს საზოგადოებრივმა პლატფორმამ” ყრილობაზე ერთხმად გადაწყვიტა. “ჩვენ ბანკიდან ანგარიშის გახსნაზე პასუხს ველოდებით, რომ გადასახადი შევიტანოთ” – ნადეჟდა სავჩენკოს დამ, პარტიის ხელმძღვანელმა ვერა სავჩენკომ განაცხადა. ფულადი შესატანი პარტიულ შემოწირულობებს შეადგენს – “დოიჩე ველე” წერს.
სულ უკრაინის საპრეზიდენტო მარათონში 20 კანდიდატია დასახელებული.

ნადეჟდა სავჩენკო 2018 წლის 23 მარტს ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააპატიმრეს.
უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატებმა მხოლოდ ბანკში ფიქსირებული შესატანი უნდა გადაიხადონ. მათ მომხრეებისგან ხელმოწერების შეგროვება არ სჭირდებათ.

banner
წინა სტატიაშიევროპა მარუდოზე ზეწოლას აძლიერებს
შემდეგი სტატიავენესუელის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში საიდუმლო ვიზიტი ჰქონდა