რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება ვენესუელის ოპოზიციის მხარდაჭერაზე დაბლოკა

რუსეთმა, ჩინეთმა და ეკვატორიალურმა გვინეამ შაბათს აშშ-ს ინიციატივა გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის ეროვნული ასამბლეის (ნიკოლას მარუდოს ოპოზიციური რეჟიმი) მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შესახებ, დაბლოკეს.
საკითხი დღის წესრიგში გაეროს უშიშროების საბჭოს შაბათის რიგგარეშე სხდომაზე დააყენეს, რომელიც აშშ-ს ინიციატივით ჩატარდა. ვაშინგრონმა და სხვა ლათინოამერიკულმა ქვეყნებმა ვენესუელის ოპოზიციური ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტად აღიარეს და ნიკოლას მარუდოს გადადგომისკენ მოუწოდეს.

ცნობლია, რომ რუსეთი ვენესუელას პრეზიდენტ მარუდოს უჭერს მხარს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას მარუდოს დასაცავად კრემლმა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” 200-მდე წევრი გააგზავა ვენესუელაში.

banner
წინა სტატიაშივენესუელის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში საიდუმლო ვიზიტი ჰქონდა
შემდეგი სტატიაატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს