ვენესუელაში რუსი ჩინოვნიკები კრიზისის მოსაგვარებლად ჩავიდნენ

ერთდროულად რამდენიმე რუსული უწყების ჩინოვნიკები ჩავიდნენ კარაკასში ვენესუელას მთავრობისთვის კონსულტაციის გასაწევად, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. ჩინოვნიკები ვენესუელას მთავრობამ დაპატიჟა. “ვენესუელას თხოვნა იმაში მდებარეობს, რომ ქვეყანაში გამოცდილების მქონე სპეციალისტები გავაგზავნოთ, რომ მათ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართონ” – რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ლავროვმა განაცხადა – “ბიბისი” წერს.

25 ოქტომბერს “ბლუმბერგმა” გაავრცელა, რომ ვენესუელა რუსულ-ვენესუელური ბანკის დახმარებით წარმატებით უვლის გვერდს საერთაშორისო სანქციებს. სააგენტოს ინფორმაციით, კარაკასის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს ადგილობრივ ბანკებს და კომპანიებს საერთაშორისო გადახდები ამ ბანკის საშუალებით განახორციელონ.
რუსეთი ვენესუელასთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, ჯერჯერობით, არ აცხადებს. კომენტარი ბანკსაც არ გაუკეთებია.
ვენესუელაში ღრმა ეკონომიკური კრიზისი წლებია გრძელდება. ივლისში საერთაშორისო სავალურო ფონდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაცია 2018 წლის მონაცემებით, მილიონ პროცენტს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშიტუნისის ცენტრში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: „გიორგი გახარია არის ერთადერთი იმედი, რაც ოცნებას დარჩა“