გრიგოლ გეგელია: „გიორგი გახარია არის ერთადერთი იმედი, რაც ოცნებას დარჩა“

ტელეკომპანია იმედის ეთერში ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. გეგელიამ ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის წევრებზე და განაცხადა, რომ ყველაზე წარმატებული მინისტრი გიორგი გახარიაა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც კი სიმპათიებს იმსახურებს.

„რასაკვირველია შანსი ყოველთვის გაქვს, როდესაც გაქვს ტრიბუნები, გაქვს ეთერი, შენი პოზიცია აინტერესებს მთელ ქვეყანას. სხვა საქმეა დრო თუ ეყოფა და ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და მეორე ნიჭი თუ ეყოფათ. მე ვერ ვხედავ ხალხს სიმართლე, რომ გითხრათ. ვხედავ ორ მინისტრს, რომელსაც რაიმე ტიპის წონა აქვს, არ დავასახელებ რომელს ვგულისხმობს ყველა ვისაც აინტერესებს რომელ ორს ვგულისხმობ თავად მიხვდება. ერთი არის გიორგი გახარია და მგონია, რომ გიორგი გახარია არის ერთადერთი იმედი, რაც ოცნებას დარჩა, პირდაპირი გაგებით. ეს არის ერთადერთი ადამიანი ვინც სხვებშიც სიმპათიებს იმსახურებს…
მეორე, რაც არ უნდა პარადოქსულად გაიჟღეროს იმიტომ, რომ ის არ არის მაინცდამაინც დიდი სიმპათიის გამომწვევი პიროვნება და არც ჩემში არ იწვევს მაინცდამაინც, მაგრამ ეს არის თეა წულუკიანი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში რუსი ჩინოვნიკები კრიზისის მოსაგვარებლად ჩავიდნენ
შემდეგი სტატიაბერლინში ქალს, რომელმაც ხელი შეუშალა ანტისემიტებს, მამაცობის პრემია გადაეცა