ტუნისის ცენტრში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა

ტუნისის ცენტრში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა, დაშავდა მინიმუმ ცხრა ადამიანი – ტუნისის შს მინისტრმა გაავრცელა. დაშავებულთაგან რვა პოლიციელია. სამინისტრომ აფეთქება, რომელიც მუნიციპალურ თეატრთან მოხდა, შეაფასა როგორც ტერორისტული აქტი. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა – “ბიბისი” წერს.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 2.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიავენესუელაში რუსი ჩინოვნიკები კრიზისის მოსაგვარებლად ჩავიდნენ