ვენესუელა გერმანიის ელჩის ქვეყნიდან აძევებს

ვენესუელას მთავრობამ გერმანიის ელჩს დანიელ კრინერს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და ის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. გერმანელ დიპლომატს ქვეყნის შიდა საქმეების ჩარევაში სდებენ ბრალს – ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “ვენესუელასთვის მიუღებელია, რომ უცხოელი დიპლომატი ისე იქცევა, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ვენესუელის ოპოზიციის ექსტრემისტული სექტორების შეთქმულებში მონაწილეობს” – განცხადებაშია ნათქვამი.

4 მარტს კრინერი ევროპის სხვა ქვეყნების დოპლომატებთან ერთად კარაკასის აეროპორტში ხუან გუაიდოს ელოდებოდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში უამინდობის გამო სახლები გაიყინა
შემდეგი სტატიაბიბილოვი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ (ვიდეო)