კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა გაიმართა.
“ანატოლი ილიჩ, ვფიქრობ, საჭირო არ არის რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე ვისაუბროთ. ჩვენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკურ ზრდა და უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება” – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
ბიბილოვმა, თავის მხრივ, პუტინს მადლობა გადაუხადა მასთან შეხვედრის შეასძლებლობისთვის და განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის წყალობით სამხრეთ ოსეთის განვითარება მაღალ დონეზე მიდის.
https://youtu.be/zs-1R7zoNzY