აშშ-ში უამინდობის გამო სახლები გაიყინა

ნიუ-იორკის შტატში ძლიერი ქარისა და ზამთრის შტორმის გამო ტბა ონტარიოსთან სახლები სრულიად დაიფარა ყინულით. მორინ უილანის ოჯახი ამ სახლით უკვე 85 წელია სარგებლობს და მათ მსგავსი მოვლენა არ ახსოვთ. მორინი სახლს საკუთარ დასა და ძმასთან ერთად უვლის. ტბასთან წარმოქმნილმა ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარეც 112 კმ/საათი იყო, ნაპირზე მაღალი ტალღები გადაისროლა, რომელიც მომენტალურად გაიყინა. ყინულმა სრულიად დაფარა სახლი და იქვე მდებარე ნაგებობები – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში გერმანულმა ინვესტიციებმა, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია
შემდეგი სტატიავენესუელა გერმანიის ელჩის ქვეყნიდან აძევებს