“ვაზისუბანში საარჩევნო უბნიდან ბეჭედი მოიპარეს”- “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ვაზისუბანის საარჩევნო ოლქის 63- ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ბეჭედი მოიპარეს.
ოპოზიციონერი კანდიდატის განცხადებით, 5 ბეჭდიდან, რომელიც რეგისტრატორებს დილით ჰქონდათ, ახლა 4 დარჩა და არსებობს ეჭვი რომ ის მიოპარეს.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ბლოკის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დამკვირვებლებმა მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერეს, თუმცა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივრის მიღებაზე უარი განაცხადა.

“პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის” საარჩევნო შტაბის წევრების თქმით, ვაზისუბანში არჩევნების წინ, საარჩევნო სიებში 15 არარსებული კორპუსი გაჩნდა, ბეჭდის დაკარგვის შემდეგ კი გაიზარდა ე.წ. “კარუსელის” საფრთხე.

1475921876765739

banner
წინა სტატიაშიქალაქ ჯვარში საარჩევნო უბანზე სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზუგდიდში არჩევნების პროცესში დარღვევებზე საუბრობენ