“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზუგდიდში არჩევნების პროცესში დარღვევებზე საუბრობენ

“ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში არჩევნების პროცესში დარღვევებზე საუბრობს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განაცხადა, დილიდანვე უბნების გახსნა დაგვიანებით დაიწყო.

“რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ. საოლქოს დასაკომპლექტებელი ექვსი კომისიის წევრი დაკომპლექტებულია მთლიანად “ქართული ოცნების” აქტივისტებით და მათი სანათესაოს მხრიდან. გარდა ამისა დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელის ფაქტები. დევნილ მოსახლეობას ხვდებოდა სხვადასხვა პირები, რომლებიც იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ. სომხური კარუსელის გაკეთების მცდელობა ქონდათ ასევე სოფელ ფიჩორის გადმოსასვლელთანაც. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ “არტული ოცნების” კანდიდატ მერაბ ქვარაიას დატოვება სპორტული აღნაგობის ახალგაზრდები”, – განაცხადა დამენიამ.

საარჩევო პროცესის მიმდინარეობა მიმდინარეობა შეაფასა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა. მირანდა მესხის თქმით, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება გარდა მცირე ტიპის პროცედურული დარღვევებისა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ვაზისუბანში საარჩევნო უბნიდან ბეჭედი მოიპარეს”- “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები სცემეს