ქალაქ ჯვარში საარჩევნო უბანზე სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, სკოლაში გახსნილ მეხუთე უბანში, გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენელი მამაუკა ქარდავა, ინსპექციისვე მანქანით უბნის შესასვლელ კარებთან დგას. მანქანაში ასევე სხედან პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები.

14627704_1799537690331230_1477254211_n

“იცით აქ რატომ დგანან? იმიტომ, რომ ყველას აჩვენონ, ჩვენ არ ვართ და თქვენ არაფერი შეგეშალოთო” – ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი გ.კ.

მეორე ადგილობრივის თქმით, არჩევნების დღეს სახელმწიფო მანქანის საარჩევნო უბანთან დგომა, რაც კანონის დარღვევაა, სავარაუდოდ, იმის შეხსენებაა, რომ იქ მისულმა ხალხმა ხმა მმართველ პარტიას უნდა მისცეს.

“თაიმერთან” საუბარში ორივე რესპოდენტმა აღნიშნა, რომ, გარემოს დაცის მანქანის დემონსტრაციულად დგომა საარჩევნო უბნის შესასვლელ კარებთან არჩევნების დღეს, ამომრჩევლების გაღიზიანებას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას
შემდეგი სტატია“ვაზისუბანში საარჩევნო უბნიდან ბეჭედი მოიპარეს”- “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”