რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მართლმადიდებლები ბზობას ზეიმობენ.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.