ვაზიანის სამხედრო დასახლებაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დაპირისპირების შედეგად, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ერთ-ერთი მძღოლი დაჭრეს.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსებისა და ადგილობრივ მძღოლებს შორის მოხდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო და დამაჯერებელი
შემდეგი სტატიაპატიმართა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების საკითხში წინსვლა ევროკავშირის დოკუმენტში აღინიშნა