პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო და დამაჯერებელი

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 17:55 განახლებულია

პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო და დამაჯერებელი

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

როგორც ეკა ბესელიამ პრემიერის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, ოპონენტებს არანაირი სივრცე არ დარჩა იმისთვის, რომ წარმოაჩინონ რეალობა სრულიად საპირისპიროდ.

”პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო, დამაჯერებელი, რეალური სურათის შემქმნელი. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მანიპულაციის საფუძველი არ დარჩა ჩვენს ოპონენტებს და არანაირი სივრცე აღარ დარჩა იმისთვის რომ წარმოაჩინონ რელაობა სრულიად საპირისპიროდ. პრემიერმა დატოვა ძალიან დადებითი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჩვენს კოლეგებში”, -განაცხადა ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში.

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 17:55 განახლებულია