პატიმართა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების საკითხში წინსვლა ევროკავშირის დოკუმენტში აღინიშნა

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების საკითხში წინსვლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის მე-9 შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ დოკუმენტში აღინიშნა. ამის შესახევ ,,თაიმერს” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს.
შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფორმატი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე ზედამხედველობის ინსტურმენტია.
ერთობლივი დოკუმენტის თანხმად, ევროკავშირის მიერ საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა. მხარეებმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები დააფიქსირეს, კერძოდ, აღინიშნა წინსვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების მხრივ. ამასთან, ევროკავშირი სახალხო დამცველისთვის დახურული დაწესებულების მონიტორინგზე შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას მიესალმა.

banner
წინა სტატიაშივაზიანის სამხედრო დასახლებაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს
შემდეგი სტატიავარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ