ვაშინგტონს “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკის ცოლის დაბრუნება არ სურს

ვაშინგტონი უარს ამბობს მიიღოს სირიაში საომრად წასული “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკის ცოლი. “მე სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დავავალე, და ის ამას სრულებით ეთანხმება, რომ ხოდი მუტანა უკან ქვეყანაში არ დავაბრუნოთ” – აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა “ტვიტერში” საკუთარ მიკრო-ბლოგში დაწერა. ქალი აშშ-ს მოქალაქეა, მაგრამ მას აღარ აქვს პასპორტი და ვიზა, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში შესასვლელად – თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მუტანას ოჯახის ადვოკატმა ამერიკის მთავრობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მოქალაქეობის წართმევაში დაადანაშაულა. მუტანა ნიუ-ჯერსიში დაიბადა და შეერთებული შტატების მოქალაქეა – ადვოკატმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.

24 წლის ქალი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა, რომ იქ “ისლამურ სახელმწიფოს” შეერთებოდა. The Guardian-თან ინტერვიუში ქალმა აღნიშნა, რომ თავის საქციელს ნანობს.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა წაიყვანონ სირიაში დაკავებული თავიანთი მოქალაქეები, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოში” იბრძოდნენ. წინააღმდეგ შენთხვევაში, ამერიკელი სამხედროები დაკავებულ 800 ბოევიკს გაანთავისუფლებს – ტრამპმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების მხრიდან შეიმჩნევა იმის მცდელობა,რომ ის გარკვეულწილად იყოს ბიზნესის ,,დირექტორი”-გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიარუსეთმა ვენესუელას მადუროს მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა