ხელისუფლების მხრიდან შეიმჩნევა იმის მცდელობა,რომ ის გარკვეულწილად იყოს ბიზნესის ,,დირექტორი”-გია ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TBC-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ბიზნესზე ზეწოლად აფასებს. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან შეიმჩნევა იმის მცდელობა, რომ ის გარკვეულწილად იყოს ბიზნესის „დირექტორი.“

ხუხაშვილი ამბობს, რომ თიბისის საქმე ნათელი მაგალითია იმის, რომ თუ ხელისუფლებას არ დაემორჩილები, მაშინ შენს წინააღმდეგ საქმე აღიძვრება.

„მკვიდრდება ნომენკლატურული კაპიტალიზმი ანუ დომინანტი, ბიზნესის დირექტორი უნდა იყოს ხელისუფლება და თუ ვინმემ თავი წამოწია თავში უნდა ჩაარტყა. ასე ფიქრობდა ყველა ხელისუფალი და ასე ფიქრობს, როგორც ჩანს, დღევანდელიც. ბაბილონის გოდოლი ბოლოს აუცილებლად ინგრევა და რაც უფრო მეტს იფაფხურებ, უფრო სწრაფად დაინგრევა. ეს არის ყველაფერი ფაფხური, ილუზია იმისა, რომ რესურსების მონოპოლიზაციით თავს გადაირჩენს, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში. არის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის შემდეგ იწყება შეუქცევადი პროცესი. ეს არის მინიშნება ყველა სხვა ბიზნესისთვის. იმიტომ, რომ ამ ტიპის საქმეები პროკურატურაში ყველა კომპანიაზე დევს, პრაქტიკულად, ყველა კომპანიაზე დევს. ყველას ეუბნებიან, რომ ან ეს ფინანსური ნაკადები ჩემი კონტროლის ქვეშ დარჩება, თავი არ წამოყოთ რა, თორემ იგივე დაგემართებათ ყველას,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ვეკითხები იურიდიული კომიტეტის წევრებს, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, თემიდას თვალი რატომ აქვს ახვეული, იცით?
შემდეგი სტატიავაშინგტონს “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკის ცოლის დაბრუნება არ სურს