რუსეთმა ვენესუელას მადუროს მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რომ მოსკოვმა ვენესუელას მადუროს მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, საუბარია წამლებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე. თავად მადუროს განცხადებით, მოსკოვმა ვენესუელას 300 ტონა მედიკამენტი და სხვა სახის დახმარება გაუგზავნა.
ვენესუელას ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორმა კარლოს რომეომ რუსეთის მხრიდან მადუროს რეჟიმის დახმარებას “უფრო სიმბოლური” დაარქვა, რომელიც მიმართულია ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მადუროზე ზეწოლის წინააღმდეგ. რომეროს თქმით, “ვენესუელას ბედი უცხო ქვეყნების ხელშია”. მან ქვეყანა რკინიგზის ლიანდაგს შეადარა, სადაც ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით, ყოველდღიურად მზარდი სიჩქარით ორი მატარებელი მოძრაობს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი ვენესუელაში განხრციელებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ლავროვმა დონალდ ტრამპის მიმართვას, რომელიც მადუროს რეჟიმის მხარდამჭრი სამხედროებისკენ იყო მოწოდებული, და სადაც ტრამპმა მათ მადუროს მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა, “საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა” უწოდა – “ამერიკის ხმა” წერს. .

banner
წინა სტატიაშივაშინგტონს “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკის ცოლის დაბრუნება არ სურს
შემდეგი სტატიასასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს მურუსიძე-ჩინჩალაძეებისა და დანარჩენებისგან – ირმა ინაშვილი