ვაშინგტონი უკრაინას დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ვაშინგტონი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას. სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

“აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან. ჩვენ ვაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსი ოკუპანტების კოლონა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაგუშინდელმა ფაქტმა ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს, დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა – ენმ-ის საგანგებო ბრიფინგი