გუშინდელმა ფაქტმა ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს, დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა – ენმ-ის საგანგებო ბრიფინგი

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით დაკავებული პირების თაობაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ 22-ივე დაკავებული იზოლატორში რჩება და მათ შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ.

„დაკავებულია ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა და უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატი. პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა პროტესტი არ ყოფილიყო განგრძობადი. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, სახალხო დამცველის აპარატს, რათა დავუფიქსიროთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, გაფორმდა დიქტატურა და საუბარიც კი არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და თუ რა ფორმით გააგრძელებენ აქციებს, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონი უკრაინას დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
შემდეგი სტატიახარკოვში გრიგორი სკოვოროდას სახელობის ეროვნული მუზეუმი რუსული რაკეტის პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა