უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების კოლონა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსი ოკუპანტების კოლონა და მათი საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

“ივანო-კეპინის დასახლებაში, თავდაცვის ძალების ნაწილებმა გაანადგურეს მტრის საბრძოლო მასალის საწყობი და 20-მდე სამხედრო ტექნიკა”, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, მტერი არ წყვეტს შეტევას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის.

“დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის 8 შეტევა, გაანადგურეს 3 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 7 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 მანქანა და 3 ერთეული მტრის სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა”, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვი მოკლეს
შემდეგი სტატიავაშინგტონი უკრაინას დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის