ვარშავის სამიტის მიმდინარეობისას, პოლონეთის საჰაერო სივრცე 4-ჯერ დაირღვა

ვარშავის სამიტის მიმდინარეობისას, პოლონეთის საჰაერო სივრცე 4-ჯერ დაირღვა. როგორც “პოლონეთის რადიო” იტყობინება, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის ცაში სამოქალაქო ფრენების განხორციელება 4 დღის განმავლობაში, 10 ივლისამდე აკრძალული იყო, უპილოტო საფრენი აპარატები ვარშავის საჰაერო სივრცეში მაინც დაფიქსირდა,

მაცერევიჩის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, ვინ აკონტროლებდა საფრენ აპარატებს და იყო თუ არა ინციდენტები დანაშაულებრივი ხასიათის.
მისივე ცნობით, ოთხივე საფრენ აპარატს ამჟამად სპეცსამსახურები სწავლობენ.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი ინფორმაციით, სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება განზრახ ჩადენილი მკვლელობაა
შემდეგი სტატიაგუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა