გუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა

გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზე იყო დაბარებული. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, მას თბილისის პროკურატურაში 13:00 საათზე ელოდებიან.
ადვოკატის ინფორმაციით, ცენტრ პოინტის ყოფილ გენერალურ დირექტორს სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ქონია. ვახტანგ და მაია რჩეულიშვილები მიმდინარე საქმეს პოლიტიკური მიზეზებით ხსნიან.
სანამ ოჯახი გუკას ეძებს, რჩეულიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ცნობილი ფილმის – Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) პოსტერს აქვეყნებს. ფილმი ფრენკ აბიგნეილის ისტორიაას ასახავს, რომელიც ფედერალური ბიუროს აგენტებს ბოლო წუთს უსხლტებოდა ხელიდან.

banner
წინა სტატიაშივარშავის სამიტის მიმდინარეობისას, პოლონეთის საჰაერო სივრცე 4-ჯერ დაირღვა
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო, დღეს ფესტივალი არტგენის მეორე საკონცერტო დღე აღარ გაიმართება