წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება განზრახ ჩადენილი მკვლელობაა

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ “თაიმერი” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედუარდ აღასარიანს ესაუბრა.

გამგებელი აცხადებს, რომ 37 წლის ქალისა და სამი არასწრულწლოვანის ცხედრები მეზობლებმა იპოვეს.
მისი თქმით, თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია გამოირიცხა და ახლა გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
“პირადად ვიყავი ადგილზე ჩასული, სახლს ხანძრის კვალი არ ეტყობა, მეზობლები ამბობდნენ, რომ ისინი გაზით გაიგუდნენ, ამბობდნენ, იმასაც რომ ცხედრები დაწვეს, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა. როგორც ვიცი საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა”- აღნიშნა გამგებელმა.
დუარდ აღასარიანის ინფორმაციით, გარდაცვლილთა სახლიდან არაფერი არ არის წაღებული.
სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი დაღუპულები ნახეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალბატონი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.

როგორც “თაიმერს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთად დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი
შემდეგი სტატიავარშავის სამიტის მიმდინარეობისას, პოლონეთის საჰაერო სივრცე 4-ჯერ დაირღვა